ემ კვადრატმა ქუთაისში ახალი სასტუმრო "რამადა" პროექტი წარადგინა
BM.GE
27.11.18 10:16
• 1732
ემ კვადრატს დასავლეთ საქართველოს ტურნე აქვს და ამჯერად ქუთაისში ახალი სასტუმრო „რამადა“ პროექტი წარადგინეს. კომპანიის წამრომადგენლების ინფორმაციით, მ² აპირებს სასტუმროების უმსხვილეს კომპანია„Wyndham Hotel Group“-თან გააფორმოს ფრანშიზული ხელშეკრულება აღნიშნული სასტუმროს „რამადა ქუთაისის“ ბრენდით ოპერირებაზე. ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სასტუმროს 125 ნომერი ექნება და მისი სრული საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონი ლარია. სასტუმროს მშენებლობისა და შემდგომ მისი ოპერირებისთვის 250 - მდე ადგილობრივი დასაქმდება. ირაკლი ბურდილაძის თქმით, შეთანხმების თანახმად, შენობაში, 400 კვ. მეტრ ფართობი გარემონტებული და აღჭურვილი გადაეცემა მწერალთა კავშირს. ასევე შენარჩუნდება ეზოში არსებული მწვანე ნარგავები. პროექტის მშენებლობა 2020 წლის მე-4 კვარტალში დასრულდება.