მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"EMAAR-ის შემოსვლა მარკეტინგული თვალსაზრისით დიდი წარმატებაა" - შოთა ბერეკაშვილი

ბერეკაშვილი თურნავა

ერთპარტიული პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილის თქმით, EMAAR-ის საქართველოში შემოსვლა ნიშნავს, რომ ქვეყანა უძრავი ქონების სექტორში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა - ამის შესახებ ბერეკაშვილმა BMG-ის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, როდესაც საქართველოში ასეთი წარმატებული, საერთაშორისოდ ცნობილი დეველოპერული ჯგუფი შემოდის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საქმე ეხება $6.6 მილიარდის ინვესტიციებს. ეს, მარკეტინგული თვალსაზრისით, უაღრესად დიდი წარმატებაა და თანაბრად უნდა გვიხაროდეს ყველას. ეს ნიშნავს, რომ დეველოპმენტში და უძრავ ქონებაში საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოკაციაა და ეს ხელს შეუწყობს სხვა დიდი მოთამაშეების შემოსვლას და გააჩენს გარე მოთამაშეებსაც", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სახელმწიფო არაბთა გაერთიანებული საამიროების დეველოპერული კომპანია Eagle Hills-ის ქართული შვილობილის აქციონერი გახდა. გაფორმებული შეთანხმებით სახელმწიფო Eagle Hills-ის ქართული შვილობილის 33%-ის მფლობელი იქნება. სახელმწიფო პროექტში უძრავი ქონებით, გონიოში არსებული 260 ჰექტარით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტარით შედის, ინვესტორმა კი უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი და მოიზიდოს მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი, რაც წინასწარი შეფასებით $6.6 მილიარდს შეადგენს. არსებული პირობებით, სახელმწიფო კაპიტალის მოზიდვის კომპონენტში ჩართული არ იქნება და აღნიშნული რისკი ინვესტორის მხარეს იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები