მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ემიგრაცია, შეუთავსებელი პროფესიები და საერთო საქმე: როგორ შექმნეს ქართველმა ქალებმა ესთეტიკური ბიზნესი ნიუ-იორკში

ემიგრაციაში საკუთარი თავის პოვნა და სხვადასხვა, ერთი შეხედვით შეუთავსებელ პროფესიაში წარმატების მიღწევა უდიდეს ძალისხმევასა და ნებისყოფას მოითხოვს. დღეს ორი ქართველი ქალის ისტორიას გაგიზიარებთ, რომლებიც ნიუ-იორკში მოღვაწეობენ. თამთა ნამიჭეიშვილი მსახიობი და ვოკალისტია, რომელიც თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში მუშაობდა, დღეს კი მეუღლესთან ერთად შექმნილი დუეტით „Tamta & Zviad“ ამერიკელ მსმენელს ქართულ მუსიკას აცნობს. ამასთან ერთად, თამთამ ნიუ-იორკის კოსმეტოლოგიის ინსტიტუტი დაამთავრა და საკუთარი ესთეტიკური კაბინეტი გახსნა. ჩვენი მეორე სტუმარი, თეა მეტრეველი კი პროფესიით ექიმი-სტომატოლოგია, რომელიც აშშ-ში 2008 წლიდან იმყოფება. მანაც წარმატებით ჩააბარა ნიუ-იორკის შტატის სალიცენზიო გამოცდები, მოიპოვა ლიცენზირებული ესთეტიკოსის სტატუსი და პარალელურად, SHARK Dental Academy-ში აგრძელებს სტომატოლოგიურ განათლებას.

სტუმრები: თამთა ნამიჭეიშვილი - ქართველი მსახიობი, ვოკალისტი

თეა მეტრეველი - ნიუ-იორკის შტატის ლიცენზირებული ესთეტიკოსი

#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები