მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Emocia Wines-ის სამკაულები საფრანგეთში გაიყიდება

618cb6736c007
მარიამ იზორია
11.11.21 09:45
1023
Emocia Wines-ის სამკაულები ექსპორტზე საფრანგეთში გავიდა. ამის შესახებ bm.ge-ს ბრენდის დამფუძნებელმა თამუნა აბულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საწყის ეტაპზე, მხოლოდ 20 ერთეული ქართული ვაზის ბროში გაგზავნეს, რომელიც ქალაქ კანში ერთ-ერთ მაღაზიაში იყიდება, თუმცა მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საექსპორტო შეკვეთის მოცულობის გაზრდაც განიხილება.

„Emocia Wines-ის ბროშებმა დიდი მოწონება დაიმსახურეს; შეკვეთის მოცულობის ზრდასაც ველოდებით, ჩვენი სამკაულების მაღაზიაში განთავსების ინიციატივაც თავად გამოიჩინეს. ამ დროისთვის მოლაპარაკებებს იტალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ვაწარმოებთ“, - ამბობს თამუნა აბულაძე.

ცნობისთვის: თამუნა აბულაძეს ორი ბრენდი Emocia Wines და Wine Diamond-ი აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები