გერმანული საავტომობილო ინდუსტრია არაერთი გამოწვევის წინაშეა, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის პოტენციური ფინანსური კრიზისია, რომელიც Volkswagen Group-ს, ანუ მსოფლიოს უდიდეს საავტომობილო კონგლომერატს ემუქრება.
გერმანული Bild-ის ინფორმაციით, VW Group-ში არსებული ვითარება იმდენად რთულია, რომ კომპანიას შეიძლება ინვესტირების შეწყვეტა და ახალი პროექტების შეჩერება მოუწიოს.
როგორც ცნობილია, კომპანიას 11 მილიარდი ევროს დეფიციტი აქვს, ანუ ეს იმ მოცულობის თანხაა, რომელიც VW Group-ს 2026 წელს კვლევაზე, განვითარებასა და ახალ პროექტებზე უნდა დაეხარჯა, თუმცა მას ამჟამად ეს თანხა ანგარიშზე უბრალოდ არ აქვს, რაც 33%-ით შემცირებული მოგებით არის განპირობებული.
ამ შემთხვევაში, არსებობს ორი გამოსავალი: კომპანიამ თანხა ან ინვესტორებისგან უნდა მოიზიდოს, რაც მის კაპიტალიზაციას დამატებით შეამცირებს, ანუ €11-მილიარდიანი ვალი უნდა აიღოს, რაც აგრეთვე დიდ ფინანსურ წნეხს წარმოადგენს.
ის გასაჭირი, რომელშიც ამჟამად Volkswagen Group-ი იმყოფება, რიგი მიზეზებით არის განპირობებული, მათ შორისაა: ელექტრიფიკაციის გეგმის ჩავარდნა, აშშ-ის სატარიფო პოლიტიკა და ჩინეთიდან მომავალი ზეწოლა.




























