მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენდი ბერნჰემი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად გახდა

ენდი ბერნჰემი და მეფე ჩარლზი

ენდი ბერნჰემმა ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზთან შეხვედრის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი ოფიციალურად დაიკავა. არსებული ინფორმაციით, მმართველი ლეიბორისტული პარტიის ახალმა ლიდერმა ეს უფლებამოსილება კირ სტარმერის მიერ მონარქისთვის გადადგომის შესახებ განცხადების წარდგენისთანავე გადაიბარა.

ახალი პრემიერ-მინისტრი თავისი ოფიციალური რეზიდენციისკენ, დაუნინგ-სტრიტზე მედიასთან შესახვედრად და ახალი მინისტრთა კაბინეტის დასამტკიცებლად უკვე გაემგზავრა.

აღსანიშნი ფაქტია, რომ დიდი მანჩესტერის ყოფილი მერი საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ერთი თვის წინ ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგად დაბრუნდა, თუმცა ლეიბოსტირული პარტიის სრული მხარდაჭერის მოპოვება პოლიტიკური გავლენებისა და ლიდერული რეპუტიაციის გამო მალევე შეძლო. ვინაიდან შიდაპარტიულ არჩევნებში მონაწილეობა სხვა კანდიდატს არ მიუღია, ახალმა ლიდერმა პოსტი ყოველგვარი კონკურენციის გარეშე დაიკავა. მის კანდიდატურას არც მკაცრი პოლიტიკური შემოწმება არ გაუვლია.

ანალოგიური შემთხვევა ბრიტანეთის პოლიტიკაში 2022 წელს რიში სუნაკის პრემიერად არჩევისას დაფიქსირდა, თუმცა მაშინდელ კანდიდატს მთავრობაში მუშაობის ახალი გამოცდილება მაინც ჰქონდა. რაც შეეხება ბერნჰემს, მან საკანონმდებლო ორგანო და მინისტრთა კაბინეტი ჯერ კიდევ 2017 წელს დატოვა.

აღსანიშნი ფაქტია, რომ ენდი ბერნჰემი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის მეოთხე პრემიერ-მინისტრი გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები