მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენდი უორჰოლის „მერლინ მონრო“ Christie's აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

6279fc8feaf6b
ნინო ტაბატაძე
10.05.22 10:18
904

ენდი უორჰოლის „მერლინ მონრო“  Christie's აუქციონზე რეკორდულ ფასად გასხვისდა.

სააუქციონო სახლის მონაცემებით, ამერიკელი მხატვრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი - Shot Sage Blue Marilyn 195 მლნ დოლარად გაიყიდა. ამ ფასით Shot Sage Blue Marilyn მსოფლიოში მეორეა აუქციონებზე გაყიდულ ტილოთა შორის, ლეონარდო და ვინჩის Salvator Mundi-ის შემდეგ, რომელიც აუქციონზე 450 მლნ დოლარად გაიყიდა.

აღსანიშნავია, რომ 195 მლნ დოლარი ასევე  ყველაზე მაღალი ფასია, რაც ოდესმე ამერიკული ხელოვნების ნიმუშში გადაუხდიათ და საერთოდ,  ეს არის რეკორდული ფასი აუციონებზე გაყიდულ XX საუკუნის  ხელოვნების ნიმუშებს შორის.

ტილოს ახალი მფლობელი არტ-დილერი ლარი გაგოსიანია. გაყიდვიდან მიღებული სრული შემოსავალი საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება.

სურათი Shot Sage Blue Marilyn მხატვარმა 1964 წელს შექმნა, მერლინ მონროს გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ. ეს არის მერლინ მონროზე შექმნილი ნამუშევრების ხუთეულიდან  ერთ-ერთი ტილო.

 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები