მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#ენერგეტიკა​ და #სუბსიდიები​ - რევაზ ვაშაკიძე საქმიან დილაში

BM.GE
12.03.21 12:19
680
კომუნალურები გაიზარდა. პანდემიის დროს წნეხის შემსუბუქების მთავარ იარაღად კი სუბსიდირება იქცა.

„ყველა იმ კომპანიისთვის, რომელიც არის საკვები პროდუქტების ადგილობრივი წარმოების პირველად დასაქმებაში, სახელმწიფო ელექტროენერგიის გაზრდილ და არსებულ ტარიფებს შორის სხვაობის 50%-ს დაასუბსიდირებს“, - ამ სიტყვებით დაამშვიდა 2020 წლის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესი, რომელსაც სემეკის გადაწყვეტილებით, 1 იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფი საშუალოდ 11-13 თეთრით გაეზარდა.

იანვრის შუა რიცხვებში კი, დაკონკრეტდა ეკონომიკური საქმიანობის 20-ზე მეტი დარგი, რომელსაც სუბსიდირება შეეხებოდა. მთავრობის დადგენილების თანახმადვე, სიაში შესასვლელად ბიზნესებს 13 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით ვებგვერდ https//www.registration.gov.ge-ზე უნდა შეევსოთ სპეციალური განაცხადი, რომელსაც მერე როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ასევე - შემოსავლების სამსახური გადაამოწმებდა. თუმცა, როცა დრო მოვიდა, ბიზნესმა ჩვენგან გაიგო, რომ დრო გაეპარა და სუბსიდიის გარეშე რჩებოდა.

სტუმარი: რევაზ ვაშაკიძე - “ჩირინა”, დამფუძნებელი
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები