საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის I კვარტალში 7.7%-ით 179.4 მლნ დოლარამდე შემცირდა, აქედან 150 მლნ დოლარი რეინვესტიციაზე მოდიოდა, რაც მთლიან FDI-ში 83.6%-ს იკავებს.
საქსტატის მიერ გაქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, FDI-ის კლება სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით იყო განპირობებული. 2025 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალმა 62.1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.6%-ია.
წლის პირველ მეოთხედში ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებში სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 83.6% შეადგინა.
2025 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 70.2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.1%-ია. მეორე ადგილს იკავებს ინფორმაციისა და კომუნიკაციიის სექტორი - 52.3 მლნ. აშშ დოლარით (29.2%), ხოლო მესამეზე იმყოფება დამმუშავებელი მრეწველობის სექტორი 27.5 მლნ. აშშ დოლარით (15.3%).

2025 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 61.7%-ს შეადგენს.
2025 წლის I კვარტალში პირველ ადგილზეა ჩეხეთი - 43.0 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 23.9%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე აშშ-ია 39.6 მლნ. აშშ დოლარით (22.1%), ხოლო მესამეზე თურქეთი - 28.1 მლნ. აშშ დოლარით (15.7%).




























