მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ენერგეტიკასა და სოფლის მეურნეობაში კლებაა, IT სექტორსა და სამთო მოპოვებაში ზრდა - მშპ-ის შედეგები

საქართველო

2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9.8%-ით გაიზარდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. ანგარიშის თანახმად, ქვეყნის მშპ-ის ზომამ მიმდინარე ფასებში 21.8 მილიარდი ლარი იყო.

საქსტატის თანახმად, ეკონომიკის რამდენიმე სექტორში ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა, მათ შორის პირველ ადგილზეა ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები, სადაც ზრდა 29.7% იყო, მეორე ადგილს კი ინფორმაციისა და კომუნიკაციის მათ შორის IT სექტორი 28.6%-იანი ზრდით. მესამე პოზიციაზე კი განათლების სექტორია 27.7%-იანი ზრდით.

თუმცა ეკონომიკის რამდენიმე დარგში - მათ შორის ენერგეტიკასა და სოფლის მეურნეობაში კლება დაფიქსირდა. კერძოდ ენერგეტიკაში კლება 5.1%-ია, ხოლო სოფლის მეურნეობაში 4.6%-ი.

2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორების რეიტინგი - სია დალაგებულია სექტორის ზრდის ტემპით - მითითებულია სექტორის ზომაც მილიონობით ლარში:

სექტორის დასახელება ზრდის ტემპი I კვ. 2025 მშპ-ის გამოშვება I კვ. 2025 (მლნ ლარი)
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები 29.7% 215 მლნ ლარი;
ინფორმაცია და კომუნიკაცია 28.6% 1 მლრდ 811 მლნ ლარი;
განათლება 27.7% 1 მლრდ 376 მლნ ლარი;
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები 17.9% 864 მლნ ლარი;
სამთო მოპოვებითი მრეწველობა 12.9% 186 მლნ ლარი;
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 12.9% 2 მლრდ 017 მლნ ლარი;
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები 11.0% 463 მლნ ლარი;
სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება 11.0% 1 მლრდ 439 მლნ ლარი;
ხელოვნება, გართობა და დასვენება 10.6% 829 მლნ ლარი;
ტრანსპორტი და დასაწყობება 9.5% 1 მლრდ 040 მლნ ლარი;
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები 8.7% 1 მლრდ 093 მლნ ლარი;
წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავება 7.3% 144 მლნ ლარი;
საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი 6.1% 2 მლრდ 513 მლნ ლარი;
მშენებლობა 4.5% 1 მლრდ 325 მლნ ლარი;
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდება 3.2% 659 მლნ ლარი;
დამმუშავებელი მრეწველობა 0.8% 1 მლრდ 585 მლნ ლარი;
შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები -3.3% 27 მლნ ლარი;
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა -4.6% 867 მლნ ლარი;
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება -5.1% 526 მლნ ლარი;
სხვა სახის მომსახურება -5.2% 140 მლნ ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები