მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ენერგეტიკაში FDI ₾126 მლნ-მდე გაიზარდა - რომელი ქვეყნებიდან და რომელ კომპანიებში ჩაიდო ინვესტიციები?

დარიალი ენერჯი

2025 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წლიურად 15.5%-ით 763.7 მლნ დოლარამდე შემცირდა. ჯამურ FDI-ში ენერგეტიკა ეკონომიკის ის დარგია, სადაც უცხოური ინვესტიციების შემოდინება 6 თვის ჭრილში გაიზარდა.

წინასწარი მონაცემებით, იანვარ-ივნისში ენერგეტიკაში უცხოეთიდან 126 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, რაც 34.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამგვარად, შემოსული ინვესტიციების მიხედვით ეკონომიკის დარგების რეიტინგში საფინანსო და სადაზღვევო სექტორის შემდეგ ენერგეტიკას მეორე ადგილი უკავია.

BM.GE-მ საქსტატიდან ის ქვეყნები გამოითხოვა, საიდანაც ამ პერიოდში ენერგეტიკაში ყველაზე მოცულობითი ინვესტიციები განხორციელდა. ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ჩეხური ინვესტიციები ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების სექტორში განხორციელებული მთლიანი FDI-ის 60.1%-ია.

საქსტატის ინფორმაციით, ენერგეტიკაში პირველ ნახევარში ინვესტიციები შემდეგი ქვეყნებიდან ჩაიდო:

  1. ჩეხეთი - $75.7 მლნ;
  2. მარშალის კ-ები - ...
  3. ნიდერლანდები - $9.2 მლნ;
  4. თურქეთი - $3.1 მლნ;
  5. იაპონია - ...

სტატისტიკის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ მარშალის კუნძულებიდან და იაპონიიდან, ასევე აშშ-დან, ჩინეთიდან, კვიპროსიდან, დანიიდან და ესტონეთიდან ენერგეტიკაში ჩადებული FDI-ის მოცულობები კონფიდენციალურია „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონის“ 34-ე მუხლის თანახმად, რადგან ეს მონაცემები სტატისტიკური ერთეულის პირდაპირი იდენტიფიცირების ან არაპირდაპირი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.

BM.GE-მ საქსტატიდან გამოითხოვა ასევე კომპანიები, რომლებშიც ენერგეტიკის დარგში წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიციები ჩაიდო. TOP-10-ეულში, რომელიც რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული, შემდეგი კომპანიები არიან:

  • სს თელასი
  • შპს საქართველო-ურბან ენერჯი
  • შპს თბილისი ენერჯი
  • სს ენერგო - პრო ჯორჯია
  • სს საქორგგაზი
  • შპს აღმოსავლეთის ენერგოკორპორაცია
  • სს დარიალი ენერჯი
  • შპს აჭარისწყალი ჯორჯია
  • სს ეპ ჯორჯია გენერაცია
  • სს ეპ ჯორჯია მიწოდება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები