მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ენერგეტიკის დაფინანსება იზრდება - რომელი ბანკები აკრედიტებენ სექტორს

კამარა  ჰესი

საქართველოში ენერგეტიკის სექტორზე გაცემული საბანკო კრედიტების მოცულობა 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 2.6 მილიარდ ლარს აღწევს. ერთწლიან ჭრილში ამ სექტორის დაფინანსება 21%-ით, ანუ 447 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, ბანკებს შორის ენერგეტიკის სექტორზე ყველაზე დიდი - 1.2 მილიარდი ლარის სესხები თიბისი ბანკს აქვს გაცემული. მეორე პოზიციას კი 1 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელით საქართველოს ბანკი იკავებს.

ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, ენერგეტიკის სექტორზე კრედიტები სულ 12 ბანკს აქვს გაცემული, მათი სასესხო პორტფელები ასე ნაწილდება:

# ბანკი ენერგეტიკაზე გაცემული საკრედიტო პორტფელის ზომა ლარებში 2024, მესამე კვარტალის მდგომარეობით:
1 თიბისი ბანკი 1,211,646,014 ლარი;
2 საქართველოს ბანკი 996,294,166 ლარი;
3 ბაზისბანკი 262,490,332 ლარი;
4 ლიბერთი 110,281,208 ლარი;
5 პაშა ბანკი 91,586,306 ლარი;
6 იშბანკი 66,072,973 ლარი;
7 პროკრედიტ ბანკი 12,509,234 ლარი;
8 სილქ ბანკი 11,080,749 ლარი;
9 ტერაბანკი 3,827,075 ლარი;
10 კრედო ბანკი 3,794,802 ლარი;
11 ხალიკ ბანკი 2,776,945 ლარი;
12 ქართუ ბანკი 920,563 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები