4-5 ივლისს, თბილისში, საგამოფენო ცენტრში, ექსპოჯორჯიას, Greda-ს და Invest In Network-ის ორგანიზებით, საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი გაიმართება. საერთაშორისო გამოფენა მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება კომპანიებისთვის პროდუქტების და მომსახურებების წარსადგენად და საქმიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიები.
სტუმრები: რესან ქიქავა - Expo Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი;
მაია მელიქიძე - საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;