მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ენერგეტიკის ფორუმი ქართული EPC კომპანიების წახალისების შესაძლებლობას გვაძლევს" - მზის ენერგიის ასოციაცია

ასოციცია

"ენერგეტიკის ფორუმი ქართული EPC კომპანიების წახალისების შესაძლებლობას გვაძლევს",- ამის შესახებ "ანალიტიკასთან" ინტერვიუში მზის ენერგიის ასოციაციის თანადამფუძნებელმა, ლევან აბაშიძემ, Expogeorgia-სა და GREDA-ს ორგანიზებით, 6-7 ნოემბერს დაგეგმილ ენერგეტიკულ გამოფენასა და ფორუმთან დაკავშირებით განაცხადა.

"მზის ენერგიის ასოციაცია საქართველოში მოქმედი EPC კომპანიებისგან შედგება, ის მოიცავს საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილების მქონე კომპანიებს, რომლებსაც ამ ხნის განმავლობაში მდიდარი გამოცდილება დაუგროვდათ მზის სადგურების მშენებლობის მიმართულებით. შეიქმნა ტექნიკური ბაზა, ჩამოყალიბდა საინჟინრო-სამშენებლო კვალიფიციური გუნდები, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ნებისმიერი სირთულის პროექტები დავძლიოთ. შესაბამისად, ასეთი გამოფენა და ფორუმი შესაძლებლობას გვაძლევს, წახალისდეს ქართული EPC კომპანიების, გამოვაჩინოთ და გამოვიყენოთ მათი პოტენციალი. ასევე, საინტერესო იქნება ენერგეტიკის პოლიტიკის პრიორიტეტების განხილვა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ საით მიდის ენერგეტიკის პოლიტიკის მიმართულებები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაღრმავდება ურთიერთობა საჯარო და კერძო სექტორებს შორის", - ამბობს ლევან აბაშიძე.

Georgia Energy Exhibition & Forum წელს მეორედ ტარდება. ღონისძიება, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას, ხოლო მეორე მხრივ, პლატფორმას ქმნის ახალი პროდუქტებისა და პროექტების ცნობადობის გასაზრდელად. საერთაშორისო ფორუმი ორი დღის განმავლობაში გააერთიანებს სექტორის ყველა წარმომადგენელს საქართველოდან და პარტნიორებს სხვადასხვა ქვეყნიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები