"იმისთვის, რომ დარგი განვითარდეს, ენერგეტიკის სამინისტრო უსიკვდილოდ საჭიროა", - ამის შესახებ ენერგეტიკოსმა, გია არაბიძემ განაცხადა. როგორც მან BMG-სთან აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკას უწყების თავიდან შექმნის შესაძლებლობა გააჩნია.
"მესმის, რომ პატარა ქვეყანა ვართ და პატარა ეკონომიკა გვაქვს, მაგრამ არც ისე პატარა ვართ, რომ ენერგეტიკის სამინისტრო არ გვქონდეს. ეს არის დარგი, რომელიც ყველა დროს ყველა სიტუაციაში მუშაობდა. იმისთვის, რომ დარგი გაიმართოს, ენერგეტიკის სამინისტრო უსიკვდილოდ საჭიროა"
, - განაცხადა გია არაბიძემ.
როგორც ენერგეტიკოსი აღნიშნავს, სამინისტროს გაუქმების შემდეგ, ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მოცულობა მცირდება.
"2017 წლიდან ინვესტიციების რაოდენობამ ენერგეტიკაში მკვეთრად იკლო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა დარგებში მეტი ინვესტიციაა, მაგრამ გაცილებით მეტი ინვესტიცია იყო წინა წლებში. შესაბამისად, ენერგეტიკის სამინისტრო აუცილებელია და უნდა აღდგეს. არაერთხელ იყო საუბარი, თითქოს მთავრობა და პარლამენტი წინააღმდეგი არ იყვნენ, მაგრამ, ჯერჯერობით, სამინისტრო არ გვაქვს
, - აღნიშნა ენერგეტიკოსმა.
მთავრობამ ენერგეტიკის სამინისტრო 2017 წელს გააუქმა და ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაუქვემდებარა. ენერგეტიკის მიმართულებას ეკონომიკის სამინისტროში 2022 წლიდან მინისტრის მოადგილე, რომეო მიქაუტაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც პოსტს 9 თებერვლიდან პოსტს აღარ იკავებს.