მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკის სექტორი სიმძლავრის მეორე აუქციონისთვის ემზადება

ენერგეტიკის სექტორი მეორე სიმძლავრის აუქციონისთვის ემზადება. არსებული ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო მომდევნო აუქციონს დეკემბრის ბოლომდე გამოაცხადებს. აუქციონზე ჯამში 600 მეგავატის სიმძლავრის პროექტების გამოტანა იგეგმება. 22 ნოემბერს განახლებადი ენერგიების ასოციაციის წევრი კომპანიებისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე ახალ ინიციატივაზეც, რომელიც ბიზნესს აქვს. GREDA და მზის ენერგიის ასოციაცია სამინისტროს CFD სქემის ფარგლებში ენერგიის დამაგროვებელი ბატარეების პროექტების გათვალისწინებას სთხოვს. რამდენად საინტერესოა კერძო სექტორისთვის ენერგიის დამაგროვებლებში ინვესტირება და რამდენად დიდია ინტერესი მეორე სიმძლავრის აუქციონების მიმართ?

სტუმარი: გიორგი მარგებაძე - მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი