ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტებამ 2026 წლის ივლისის მდგომარეობით 3.18 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 731 მილიონი ლარით არის გაზრდილი. პროცენტულად კი დაკრედიტების ზრდა 30%-ია.
ამ მაჩვენებლით ენერგეტიკის სექტორმა დარგებს შორის მეხუთე ადგილი დაიკავა, რითაც ტურიზმის სექტორს გადაასწრო. ამასთან, ენერგეტიკის სექტორი მთლიანად ბიზნესის დაკრედიტების მაჩვენებელს ასწრებს რაც 12%-ს შეადგენს.
ენერგეტიკის სექტორში დაკრედიტების მატება დაკავშირებულია როგორც მცირე ჰესების პროექტების დაკრედიტებასთან, ასევე საქართველოში უკანასკნელ პერიოდში გააქტიურებულ ქარის და მზის ელექტროსადგურების პროექტებთან.
ამასთან, როგორც სების სტატისტიკიდან ირკვევა ენერგეტიკის სექტორი ვადაგადაცილების დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა - 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, ენერგეტიკაზე გაცემული 3.18 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელიდან ვადაგადაცილებულია მხოლოდ 0.8 მლნ ლარის სესხები, რაც 0.03%-ს შეადგენს. შედარებისთვის მთლიანად ბიზნესსესხებში ვადაგადაცილება 1.94%-ია, რაც 64-ჯერ მეტია, ვიდრე უშუალოდ ენერგეტიკის სექტორის ვადაგადაცილებული კრედიტების წილი.
2026 წლის ივლისის მდგომარეობით ბიზნეს სესხები ასე ნაწილდება:
| სექტორი | საკრედიტო პორტფელი - მლნ ლარი | ზრდა/კლება |
| უძრავი ქონების დეველოპმენტი | 5,090 | 19% |
| სერვისი | 4,536 | 13% |
| უძრავი ქონების მენეჯმენტი | 4,507 | 26% |
| სოფლის მეურნეობის სექტორი | 3,903 | 9% |
| ენერგეტიკა | 3,181 | 30% |
| სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა | 2,884 | 20% |
| სასტუმროები და ტურიზმი | 2,781 | -15% |
| სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა | 2,105 | -3% |
| ვაჭრობა (სხვა) | 2,072 | -8% |
| სამომხმარებლო საქონლის წარმოება | 1,846 | 1% |
| საფინანსო ინსტიტუტები | 1,408 | 14% |
| სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) | 1,205 | 16% |
| ჯანდაცვა | 1,024 | -27% |
| ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოება და ვაჭრობა | 983 | 26% |
| რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები | 961 | 4% |
| წარმოება (სხვა) | 930 | 4% |
| ბანკთაშორისი ფინანსური ინსტრუმენტები | 842 | 724% |
| მათ შორის: ექსპორტიორები | 840 | 18% |
| ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები | 797 | 6% |
| მძიმე მრეწველობა | 733 | -10% |
| სხვა | 702 | 63% |
| ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ტექსტილის წარმოება და ვაჭრობა | 617 | -8% |
| ავტომობილების დილერები | 334 | -6% |
| საბითუმო ლომბარდი | 288 | 13% |
| ტელეკომუნიკაცია | 271 | -4% |
| ფარმაცევტიკა | 264 | 32% |
| სახელმწიფო ორგანიზაციები | 43 | 18% |




























