მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ენერგეტიკის სექტორისთვის ₾1 მლრდ ჯარიმების ჩამოწერაზე განკარგულების გამოქვეყნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”-მაია მელიქიძე

გრედა

ენერგეტიკის სექტორი დაანონსებული 1 მილიარდიანი ჯარიმების ჩამოწერის მოლოდინშია - სექტორმა ამ დრომდე არ იცის ჯერჯერობით, კრიტერიუმები თუ რა ტიპის ინვესტორებს/პროექტებს და ასევე როგორ ჩამოეწერებათ სანქციების სახით დაგროვებული თანხები.

განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ როგორც სახელმწიფოსთვის ისე კერძო სექტორის კრიტიკულად მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების აღსრულების სისწრაფე. მაია მელიქიძის თქმით, ამ ეტაპზე დარჩენილია გადაწყვეტილების შესახებ სამართლებრივი დოკუმენტის, განკარგულების გამოქვეყნება, რაც კერძო სექტორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მელიქიძეს აქვს მოლოდინი, რომ დოკუმენტი უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება.

“დღეს გვაქვს ისეთი კომუნიკაცია კერძო სექტორს და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის, რომ გვქონდეს სამართლებრივად გამართული დოკუმენტი, რომელიც მნიშვნელოვანი არის, არა მხოლოდ კერძო სექტორისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც, ვინაიდან ეს არის ის, გნებავთ განკარგულება, რომელიც გამოიცემა ხოლმე საქართველოს მთავრობის მიერ და ამის საფუძველზე ხდება ხოლმე შემდეგ უკვე, როგორც სამართლებრივი, ასევე ბუღალტრული და ფინანსური თვალსაზრისით უკვე საქმის წარმოება.

ყველას ძალიან კარგად მოგვეხსენება, რომ კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ თანხის ფინანსურად და სწორად აღრიცხვა, გადასახადების თვალსაზრისითაც და ამასთანავე სამომავლო გეგმების დასახვა, იმიტომ რომ 2026 წლის ბიუჯეტს აბსოლუტურად ყველა კომპანია, რა თქმა უნდა, წინასწარ წერს. აქედან გამომდინარე, ამ განკარგულების გამოქვეყნება კრიტიკულია, თავად კომპანიების შიდა მიკრო მენეჯმენტისთვისაც. იმისთვის, რომ სწორად მოახდინონ ბიუჯეტირება უკვე საკუთარი თანხების.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია წლევანდელი წელი, იმიტომ რომ წინა წლის განმავლობაში ვერ ვიტყვით მაინცდამაინც, რომ დიდი დოზით მოხდა დადგმული სიმძლავრის შესვლა ქსელში და ამიტომ ახლა უკვე ნამდვილად დრო არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი დასრულებული ჰიდროელექტროსადგური, მზის თუ ქარის ელექტროსადგური, აღმოჩნდეს წლევანდელი წლის ბოლოს უკვე დადგმული სიმძლავრის კალათაში.

ეს დოკუმენტი ჩათვალეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ უახლოეს პერიოდში, რამდენიმე დღეში უკვე გვექნება ხელშესახები შედეგი იმისათვის, რომ თებერვლის თვიდან მაინც მოახდინოს სექტორმა სწორი პროგნოზირება საკუთარი ფინანსური მდგომარეობის.”- ამბობს საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 10 დეკემბერს განაცხადა, რომ ენერგეტიკის სექტორში ჩართულ კომპანიებს დაგროვილი, ჯამში, ერთი მილიარდი ლარის ჯარიმები ჩამოეწერება, - იმ დათქმით, რომ საქმეს „სერიოზულად მოეკიდებიან“ და ვადებს არ დაარღვევენ, თუ არადა „ნაპატიები ჯარიმებიც აღუდგებათ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები