ენერგეტიკის წყაროების განახლება და გაფართოვება მუდმივად გვჭირდება და არა მხოლოდ საქართველოა ამ გამოწვევის წინაშე. გლობალური დათბობის პირობებში აქტუალური გახდა უნახშირბადო ენერგეტიკის განვითარება. საუბარია ელექტროსადგურებზე, რომლებიც შეზღუდული რაოდენობის საწვავს იყენებენ და არ აფრქვევენ სათბურის აირებს. სწორედ ასეთია ჰიდროენერგეტიკა, რომელიც XIX საუკუნუში გაჩნდა და სხვა ნედლეულზე მომუშავე ელექტროსადგურებს მნიშვნელოვან კონკურენციას უწევს. დარგის სპეციალისტები ამავე დროს აღნიშნავენ იმ უპირატესობებს რაც წყალსაცავიან ჰესებს ახასიათებს და გამოჰყოფენ იმ დაცვის ეფექტს რაც მათ განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, წყალდიდობებისგან საიმედო დაცვისას გააჩნიათ, წყალუხვობისას წყალსაცავიან ჰესებში ხდება მოვარდნილი მასის აკუმულირება და გარდაქმნა ელექტროენერგიად, რომელიც შემდგომ მდინარეებში წყლის დონის კლების პერიოდშიც გამოიყენება. შედეგად, ადიდებული მდინარეები ვეღარ ანგრევენ გზებს, ხიდებს, საცხოვრებელ სახლებს. კონკრეტული დაანგარიშების თანახმად, კაშხლის მშენებლობის შემდეგ წყალმოვარდნების 10%–იანი ალბათობა 1%–მდე მცირდება. 2010 წელს „სამი ხეობის“ კაშხალმა ბოლო 130 წლის მანძილზე უდიდეს წყალდიდობას გაუძლო (70 000 კუბური მეტრი წამში). ამ პერიოდში კაშხლიდან მხოლოდ 40 000 კუბური მ/წმ წყალი გადაედინებოდა, ხოლო დანარჩენი წყალსაცავში აკუმულირდებოდა. ამით ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩა და მრავალმილიარდიანი ზარალი თავიდან იქნა აცილებული. სადღეისოდ საქართველოში 7 წყალსაცავიანი ჰესი ოპერირებს და სამომავლოდ მათ კიდევ სამი დაემატება, მათ შორის - ნენსკრა ჰესი, რომელსაც მესტიის მუნიციპალიტეტში ხშირი წყალმოვარდნების თავიდან აცილება შეუძლია. მითია ისიც, რომ „ჰიდროენერგია არ არის ენერგიის განახლებადი წყარო“.მცდარია მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები ჰესებს აღარ აშენებენ. ამავე დროს სადღეისოდ მსოფლიოში ჰიდროენერგეტიკის ინდუსტრია 2 მილიონზე მეტ ადამიანს ასაქმებს. განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, ჰიდრორესურსები ელექტროენერგიის საწარმოებლად მსოფლიოში ყველაზე იაფ წყაროს წარმოადგენს.