მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ენერგეტიკულ უწყებებში გატარებული ღონისძიებებით 349 მილიონი ლარის ოპტიმიზაცია მოხდა - ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი

„ენერგეტიკულ უწყებებში ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი თანხა სრულად მოხმარდება უწყებებისა და უშუალოდ, ენერგეტიკის სექტორის გაძლიერებას“, - ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში "ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

„ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან დიდი ძალისხმევა მოვახმარეთ იმას, რომ, უპირველესად, უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროში გაგვეკეთებინა საკმაოდ ძირეული რეფორმა, იგივე ოპტიმიზაცია სამინისტროს ენერგეტიკულ უწყებებში. დღეს უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გატარებული ღონისძიებებით 349 მილიონი ლარის ოპტიმიზაცია მოხდა, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, ყოველწლიურად, დაახლოებით 25 მილიონი ლარის დანაზოგი აქვს ბიუჯეტს ამ ოპტიმიზაციის შედეგად, რაც მეტწილად საკადრო ოპტიმიზაციით არის განპირობებული.

„ხაზგასასმელია, რომ დაზოგილი თანხა სრულად მოხმარდება უწყებებისა და უშუალოდ, ენერგეტიკის სექტორის გაძლიერებას“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ვრცლად: რომელი სახელმწიფო კომპანიების ხარჯზე მოახერხა "ოცნებამ" ₾701 მილიონის "ეკონომია"?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები