ენერგეტიკული ბირჟა ბაზრის მოთამაშეთა ნაწილის გარეშე იხსნება - 1 ივლისიდან ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედება. იხსნება დღით ადრე და დღიური ბაზრები, თუმცა უბალანსობაზე პასუხისმგებლობა და საბალანსო ბაზრის ამოქმედება ერთი წლით 2025 წლის 1 ივლისამდე გადავადდა, ეს თარიღი ასვე მოიაზრება ბირჟის სრულყოფილი ამოქმედებისთვის. გარდამავალ პერიოდში ბირჟაზე მონაწილეობა კომპანიების ნაწილისთვის შეზღუდული იქნება. აქ ვერ ვიხილავთ გარანტირებული სიმძლავრეების მწარმოებლებს, ვერც იმ ელექტროსადგურებს, რომლებსაც ტარიფს სემეკი უდგენს, ბირჟა ვერ ნახავთ ვერც ექსპორტიორების, იმპორტიორების და ტრეიდერებს. მათთვის ვაჭრობაში ჩართვა შეზღუდულია. მთავრობა ამ გზით ფიქრობს, რომ თავიდან აირიდებს ისეთ შესაძლო შედეგებს, რომელიც ბაზრის მონაწილეების ინტერესებს არ ემთხვევა.
ვისთვისაც ვაჭრობაში მონაწილეობა დაშვებულია, მათ ნებაყოფლობით შეუძლიათ ბირჟაზე გასვლა. თუმცა აქ უკვე ბიზნესი შიშობს. მათი ნაწილი პირველ ეტაპზე მაინც პროცესების დაკვირვების რეჟიმში ყოფნას ამჯობინებს. დღეს ბიზნესმა განმარტებები ეკონომიკის მინისტრისგანაც მიიღო. რა არგუმენტები აქვს სამინისტროს და რამდენად ასახავს რეალობას ის ბაზარი სადაც ბირჟების განუყოფელ სუბიექტებს ვაჭრობა შეზღუდული ექნებათ?
სტუმარი: მერაბ ლომინაძე - "თრეიდინგ სოლუშენის" მმართველი პარტნიორი