cfd აუქციონმა კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში ბაზრის გახსნის საკითხი. ელექტროენერგეტიკული ბირჟის გახსნის ვალდებულება, რომელიც ქვეყანამ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით აიღო, ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლომდე უნდა შეესრულებინა, თუმცა ბირჟის გახსნა უკვე 6-ჯერ გადავადდა. გადავადების ერთ-ერთ მიზეზად რეგიონში არსებული გამოწვევები დასახელდა. ბოლო დედლაინი 1 ივლისს იწურება. რამდენად მზად არის ქვეყანა ბირჟის გახსნისთვის, მოიხსნა თუ არა ის რისკები, რაც საფუძვლად ედო მისი გახსნის გადადებას? რას ამბობენ დარგის სპეციალისტები და რა რისკები შეიძლება ახლდეს ბირჟის გახსნას?