მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ენერგიის დამგროვებელი 200-მეგავატიანი ბატარეების შეძენაზე ტენდერი წელს გამოცხადდება - დავითაშვილი

დავითაშვილი

"იგეგმება 200-მეგავატიანი ბატარეების შეძენა, რისთვისაც მიმდინარე წელს გამოვაცხადებთ ტენდერს. დაფინანსება მიღებულია აზიის განვითარების ბანკის მხრიდან, ამას წინ უძღოდა ორწლიანი კვლევითი სამუშაოები, რომელიც წარმატებით დასრულდა და ვფიქრობ, ეს იქნება მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს სისტემის სტაბილურობას“ - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ენერგიის დამგროვებელი ბატარეების სადგურის გაშვებას 2027 წლისთვის გეგმავს. „საქართველოს გადამცემი ქსელის“ განვითარების ათწლიანი გეგმაში (2024-34 წლები) წერია, რომ ქვეყნის ენერგოსისტემა განიცდის სარეზერვო სიმძლავრეების უზრუნველმყოფი მოწყობილობების მწვავე დეფიციტს და სწორედ ამ კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად განიხილება ენერგიის დამგროვებელი ბატარეების სადგურის მშენებლობა. პროექტი ითვალისწინებს 200 მგვტ სიმძლავრის და 200 მგვტ.სთ ენერგიის დამგროვებელი ბატარეის სადგურის აშენებას, რომლის ექსპლუატაციაში შესვლა 2027 წლის ბოლოს იგეგმება.

„აღნიშნული პროექტი ერთი მხრივ უზრუნველყოფს სისტემის მდგრადობის ამაღლებას, რეზერვების სწრაფ მიწოდებას და ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიების სადგურების ინტეგრაციას ქსელში“, - აცხადებდნენ სეს-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები