მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საარჩევნო რეფორმა
16.11.23 13:08
53

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. პრეზენტაცია საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გამართვას შეეხებოდა.

პრეზენტაცია მიზნად ისახავდა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებისთვის დეტალურად მიეწოდებინათ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ინფორმაცია, იმისათვის, რომ კომპანიის თანამშრომლები, როგორც ამომრჩევლები, მაქსიმალურად ინფორმირებულები ყოფილიყვნენ აღნიშნული სიახლის შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში, ადგილზე განხორციელდა საარჩევნო აპარატების დემონსტრირება და ფუნქციური განმარტება. აგრეთვე, ჩატარდა კენჭისყრის იმიტაცია, რაც მოიცავდა უშუალოდ მონაწილეების მხრიდან ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობას და სიმულირებული არჩევნების წინასწარი შედეგების გასაჯაროებას.

„სს ენერგო-პრო ჯორჯია მომავალი არჩევნებისთვის, უკვე რამდენიმე თვეა ემზადება. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის და ცესკოს წარმომადგენლების პირველი შეხვედრა ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში გაიმართა. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მჭიდროდ თანამშრომლობს კომისიასთან. კომპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფს საარჩევნო უბნებისთვის ელექტროენერგიის სტაბილურ მომარაგებას. თუმცა, უამინდობის ან სხვა მიზეზით გამოწვეული ენერგეტიკული ქსელის დაზიანების შემთხვევაში, კომპანიის ტექნიკური ბრიგადები მზად იქნებიან ოპერატიული რეაგირებისთვის“, - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ მამისეიშვილმა.