მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ენერგოეფექტური მშენებლობა ქვეყანას გრძელვადიან ეკონომიკურ და ეკოლოგიურ შედეგებს მოუტანს" - დავით ჯუღაშვილი

დავით ჯუღაშვილი

„ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი, დავით ჯუღაშვილი BM.GE-სთან ენერგოეფექტურ მშენებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანას როგორც ეკონომიკურ, ასევე ეკოლოგიურ შედეგებს მოუტანს.

მისი თქმით, სამშენებლო სექტორში ენერგოეფექტური მასალების გამოყენება და CO2-ის შემცირება უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან არაენერგოეფექტური მასალები გლობალურად დიდი რაოდენობით CO2-ის ემისიას იწვევს, რაც გარემოზე უარყოფითად აისახება.

„სამშენებლო სექტორში ენერგოეფექტური მასალების გამოყენება და CO2-ის შემცირება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ცემენტიც და ბეტონიც ძალიან ტევადია CO2-ის კუთხით და გლობალურად ძალიან ბევრ ემისიას წარმოქმნის. ამიტომ, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ. ერთ-ერთი მთავარი პროექტი არის მეორადი საბურავების უტილიზაციის პროექტი. რომელიც ახლა საცდელ რეჟიმში მიმდინარეობს და გულისხმობს ნარჩენი საბურავების უტილიზაციას, როგორც ალტერნატიულ საწვავად, ქვანახშირის ჩანაცვლების კუთხით. ეს არის საქართველოში ერთადერთი შესაძლებლობა საბურავების უტილიზაციის.

ბოლო რამდენიმე წელია ენერგოეფექტურობის კუთხით, როგორც სახელმწიფო რეგულაციების კუთხით, ისე თავად კერძო დეველოპერებისგან ნაბიჯები წინ იდგმება. ნებისმიერი დეველოპერი ცდილობს, რომ მის მიერ აშენებული შენობა იყოს მდგრადი და მეტად გამძლე გარემო ფაქტორების მიმართ, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში როგორც ეკონომიკურ, ასევე ეკოლოგიურ შედეგებს იწვევს“, - აცხადებს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები