მომავალი წლიდან საქართველოში ენერგოეფექტურობის ახალი მოთხოვნები ამოქმედდება. საჯარო სექტორს შენობების 3%-ის განახლების ვალდებულება ექნებათ. 4 წელიწადში ერთხელ კი ენერგოაუდიტის ჩატარება მოუწევთ. აღნიშნული სავალდებულოდ შესასრულებელი კერძო სექტორისთვის 2028 წლიდან გახდება. ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც კანონპროექტის ავტორია, დოკუმენტის განმარტებით ბარათში უთითებს, რომ კანონპროექტში ევროკავშირის კონსოლიდირებული ვერსიის გამოყენება საჭირო გახდა მსოფლიო ბანკთან მიღწეული შეთანხმებით, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსთვის ფინანსურ მხარდაჭერას, 50 მილიონი დოლარის ოდენობით. სასესხო პირობად დირექტივის შესაბამისად ადგილობრივ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვს მწვანე და მდგრადი განვითარების პოლიტიკის ღონისძიებათა პაკეტიც. რა იცვლება „შენობების ენერგოეფექტურობის“ და „ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონებში და რა ვალდებულებები აქვს კერძო და საჯარო სექტორს.