1 ივლისიდან ძალაში შევიდა ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტები, რომელიც ეხება ყველა ახალ შენობას, განურჩევლად საკუთრების ფორმისა. თუ კერძო ან საჯარო დანიშნულების შენობა 50 კვადრატულ მეტრზე მეტია, მან ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განისაზღვრება როგორი უნდა იყოს მაგალითად, შენობის კონსტრუქცია, სახურავი, კედლები და კარ-ფანჯრები. იმისთვის, რომ სამშენებლო ნებართვა მიიღოთ, მოთხოვნილ დოკუმენტაციას ასევე თან უნდა ახლდეს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გზით გაცემული დეკლარაცია, რომ ის შენობა, რომლის აშენებასაც გეგმავთ, ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. რა შეცვალა ამ რეგულაციამ სამშენებლო სექტორში და აძვირებს თუ არა ენერგოეფექტურობის სტანდარტების დაკმაყოფილება მშენებლობას?
სტუმარი: გიორგი აბულაშვილი - ენერგოეფექტურობის ცენტრის ხელმძღვანელი;