ერთი წლის წინ ევროპის ენერგეტიკულმა გაერთიანებამ საქართველოსთან დაკავშირებით ენერგეტიკის სექტორში სისტემის გადამცემი ოპერატორის განცალკევებაზე ვალდებულების შეუსრულებლობის საკითხზე მოკვლევა დაიწყო. შესწავლის ფოკუსშია როგორც ელექტროენერგეტიკის, ისე ბუნებრივი გაზის სექტორებში სისტემის ოპერატორების განცალკევების ვალდებულების შესრულება, რაც საქართველომ გაწევრიანებისას აიღო, თუმცა როგორც აღმოჩნდა ვადებში ვერ ჩაეტია და თუ პირობის დარღვევა დადგინდება ქვეყანა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანებისგან სანქციებს უნდა ელოდოს.