მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Energy Solution-ი მარნეულსა და ხაშურში მზის სადგურებს ააშენებს - ინვესტიცია $37 მილიონამდეა

გიორგი აბრამიშვილი

საკონსულტაციო და დეველოპერული კომპანია Energy Solution-ი მარნეულსა და ხაშურში მზის სადგურებს ააშენებს.

როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანიის მმართველმა პარტნიორმა გიორგი აბრამიშვილმა განაცხადა, ორივე პროექტი CFD მხარდაჭერის მექანიზმის ფარგლებში ხორციელდება და ჯამური ინვესტიცია 40 მილიონ დოლარამდეა.

კერძოდ, მარნეულში 50-მეგავატიანი მზის ელექტროსადგური უნდა აშენდეს, პროექტის საინვესტიციო ღირებულება $30 მილიონია.

ასევე, Energy Solution-ი ხაშურში 10-მეგავატიანი მზის სადგურის აშენებას აპირებს, ინვესტიცია $7 მილიონამდეა.

მარნეულის მზის სადგურის პროექტისთვის საჭირო ყველა კვლევა ჩატარებულია და საბოლოო ეტაპზე უნდა გადავიდეთ, რაც მშენებლობის მემორანდუმის გაფორმებას გულისხმობს. სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულიდან დავიწყებთ მშენებლობას. იგივე სიტუაცია გვაქვს ხაშურშიც.. რაც შეეხება ინვესტორებს, ხაშურის მზის სადგურის პროექტში გვყავს ავსტრიელი ინვესტორები, მარნეულში - ინდოელები და სხვებსაც ვესაუბრებით“, - თქვა გიორგი აბრამიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები