მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ენგურჰესი" სრული სიმძლავრით მუშაობს - ლევან მებონია

ენგურჰესი

შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ლევან მებონიას თქმით, "ენგურჰესის" და "ვარდნიჰესის" ყველა აგრეგატი ჩართულია და ჰესი სრული სიმძლავრით მუშაობს.

როგორც ლევან მებონიამ BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“, ენგურჰესის ტექნიკურ მდგომარეობაზე საუბრისას აღნიშნა, დღე-ღამეში „ენგურჰესის“და „ვარდნილჰესის“ გამომუშავება 22-23 მლნ. კილოვატ საათია, საიდანაც 22%-ს ოკუპირებული აფხაზეთი მოიხმარს.

„ახლა გვაქვს წყალდიდობის პერიოდი და ჰესი მუშაობს სრული სიმძლავრით. ორივე სადგურის, "ვარდნილჰესის" და "ენგურჰესის" 8 აგრეგატიდან ყველა ჩართულია. დღე-ღამეში, ორივე სადგურში საშუალო გამომუშავება 22-23 მლნ. კილოვატ საათს შეადგენს. აფხაზეთის მოხმარება დღე-ღამეში დაახლოებით 5.5 მილიონი კილოვატ საათია, რაც ორივე ჰესის გამომუშავებიდან დაახლოებით 22%-ს შეადგენს. რა თქმა უნდა, ჰესი გამართულად მუშაობს, მაგრამ რუტინული სამუშაო ყოველ დღეა, ექსპლუატაცია, მიხედვა ყოველთვის სჭირდება სადგურს“,- აღნიშნა ლევან მებონიამ.

"ენგურჰესი" საქართველოს ენერგეტიკული სისტემის უმსხვილესი გენერაციული ობიექტია, რომლის დადგმული სიმძლავრე 1 300 მეგავატია. ენგურის სისტემის ნაწილია "ვარდნილჰესების კასკადი", 340 მეგავატის სიმძლავრით. "ენგურჰესის" ძალოვანი კვანძი - გენერატორები და ტურბინები, რომლებითაც ელექტროენერგია გამომუშავდება, ოკუპირებული გალის რაიონშია განლაგებული, წყალსაცავის სათავე ნაგებობა, თაღოვანი კაშხალი და 15-კილომეტრიანი სადერივაციო გვირაბის ნაწილი კი - წალენჯიხის რაიონში. "ვარდნილჰესების კასკადი" კი სრულად ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში მდებარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები