ენგურჰესიდან წყლის გაშვებამ მდინარის დონის მატება გამოიწვია, რამაც სოფელ ტყაია დატბორა, მედიაში გავრცელებული ცნობებით, წყალი საცხოვრებელ სახლებშიც შევიდა.
შემთხვევის გამო ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები. ასევე მოსახლეობას მოუწოდეს წყლის სახლში შესვლის ან დონის მატების შემთხვევაში გამოერთოთ ელექტროენერგია, საჭიროების შემთხვევაში კი გადასულიყვნენ უსაფრთხო ადგილზე.
მომხდართან დაკავშირებით BMG ენგურჰესს დაუკავშირდა, სახელმწიფო კომპანიისგან განმარტების მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
























