მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ენგურჰესის“ რეაბილიტაციის მომდევნო  ფაზა 2024-2027 წლებშია დაგეგმილი - რისი გაკეთება იგეგმება?

ნეგურ

„ენგურჰესი“ რეაბილიტაციისთვის გაჩერდება. ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის მომდევნო  ფაზა 2024-2027 წლებშია დაგეგმილი.

როგორც Bm.ge-ს „ენგურჰესში“ უთხრეს, რეაბილიტაცია სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. კერძოდ, სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც კაშხლის ფუძის ბურღვა-ცემენტაციას (კლდოვანი მასის ბურღვა- ცემენტაცია) ითვალისწინებს.

გარდა ამისა, 2026-ის ან 2027 წლის დასაწყისში დაგეგმილია გვირაბის გაჩერება და სარემონტო სამუშაოების ჩატარება - ეს იქნება დაახლოებით 3-თვიანი გაჩერება.

„რეაბილიტაციის ეს ეტაპი ითვალისწინებს იმ ელექტომექანიკური და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების შეცვლას, რომლებიც მორალურად და ფიზიკურად მოძველდა. გარდა ამისა, დაგეგმილია თაღოვანი კაშხლის ირგვლივ მდებარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის აუცილებელია.

ჰესის გაჩერება მხოლოდ გვირაბის რემონტს უკავშირდება და ეს, მაქსიმუმ, 3 ან 3 თვე- ნახევარი იქნება. აღნიშნული სამუშაოები, სავარაუდოდ, იანვრის მეორე ნახევარში დაიწყება და გაგრძელდება აპრილის ბოლომდე, როდესაც გამომუშავება მინიმალურია“, - გვითხრეს „ენგურჰესში“.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 20 იანვარს, სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის მიზნით, ენგურჰესი ერთხელ უკვე გაჩერებული იყო. სადგურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ რეაბილიტაცია ჩაუტარდა 15.5 კილომეტრის სიგრძის სადერივაციო გვირაბს, რომლიდანაც წყლის დანაკარგი ხდებოდა. რეაბილიტაციის შედეგად სადგურის წლიური გამომუშავება დაახლოებით 100 მილიონი კილოვატ საათით გაიზრდება. რეაბილიტაციის პროცესი 48 მილიონი ევროთი EBRD-მა დააფინანსა.  "ენგურჰესი" 3-თვიანი რეაბილიტაციის შემდეგ ჩაირთო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები