მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ენგურჰესის ტარიფის დადგენის წესი შეიცვალა - "ოცნების" პარლამენტმა კანონი დაამტკიცა

ენგურჰესი

"ოცნების" პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება.

ცვლილებების შედეგად, ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების დროს არ იქნება გათვალისწინებული ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ წარმოებული და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდებული ელექტროენერგიის ოდენობა სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (კვტ.სთ).

განმარტებითი ბარათის მიხედვით, „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ ფინანსური მდგომარეობა სავალალოა. შპს „ენგურჰესი“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადი“ იძულებულია წლიდან წლამდე თავი სესხით გაიტანოს.

გარდა ამისა, შპს „ენგურჰესს“ აღებული აქვს ვალდებულებები ფინანსთა სამინისტროსთან, რომლის გასტუმრებასაც ვერ ახერხებს. ამ ფონზე, კი არსებული მეთოდოლოგიით განსაზღვრული ტარიფი ვერ აკმაყოფილებს ელექტროსადგურების გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო მინიმალური სახსრების შემოდინებასაც კი. ხოლო ტარიფის გაზრდის შემთხვევაში, კომპანია აუცილებლად შეძლებს ფინანსთა სამინისტროს წინაშე აღებული ვალდებულებების გასტუმრებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები