მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ენგურჰესმა" ტექნიკური კვლევების ჩატარებაზე ₾624 ათასიანი ტენდერი გამოაცხადა

ენგურჰესი ჰესი ენერგეტიკა

"ენგურჰესმა" თაღოვანი კაშხლის ტანისა და ფუძის, ასევე მიმდებარე ტერიტორიისა და მისასვლელი გზების დეფორმაციული პროცესების გეოდეზიური კვლევების ჩატარებაზე ტენდერი გამოაცხადა. 624 ათას ლარიან ტენდერზე განცხადებების მიღება 10 ივლისს დაიწყება და 15 ივლისამდე გაგრძელდება.

შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, გეოდეზიური კვლევები ორ ეტაპად ჩატარდება:

  • 2025 წელს (გაზომვების ერთი ციკლი) წყალსაცავში წყლის დონის მაქსიმალური მნიშვნელობის (490 მ-დან - 510 მ-მდე) არსებობის დროს;
  • 2026 წელს (გაზომვების ერთი ციკლი) წყალსაცავში წყლის დონის მინიმალური მნიშვნელობის (410 მ-დან -415 მ-მდე) არსებობის დროს;

სახელმწიფო კომპანია პრეტენდენტებისგან ითხოვს, რომ ჰქონდეთ დიდ კაშხლებზე კვლევების ჩატარების არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება. ამას გარდა, ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების ხარისხიანად გაწევის უზრუნველსაყოფად, კომპანიას უნდა ჰყავდეს მაღალკვალიფიციური პერსონალი, რომელთაც გააჩნიათ მსხვილ ჰიდროტექნიკურ ობიექტებზე, (დიდ კაშხლებზე) ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის გამოცდილება. დაგეგმილი სამუშაოების შესრულებისთვის შერჩეულ კომპანიას ერთწლიანი (ხელშეკრულების გაფორმებიდან) ვადა მიეცემა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები