პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური მრჩევლის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის და EBRD-ის წარმმომადგენლების შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ პროექტებს, რომელთა განხორციელებაში საფინანსო ინსტიტუტი აქტიურად ჩაერთვება.
„ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორიც არის ენგურის რეაბილიტაცია. საუბარი შეეხო ბაკურიანის და სხვა მუნიციპალიტეტების მხარდაჭერის პროექტებსაც. EBRD გააგრძელებს თანამშრომლობას საქართველოსთან პოსტკრიზისულ პერიოდში. დღეს ვისაუბრეთ ამ მიმართულებაზე და აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც განხორციელდება მომდევნო პერიოდის განმავლობაში და რომელშიც EBRD აქტიურად იქნება ჩართული, ეს არის სახელწმიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების რეფორმის განხორციელება, მათ შორის ეს შეეხება სახელმწიფო ელექტროსისტემის კორპორატიზაციის საკითხსაც“, - განაცხადა ლილუაშვილმა.