მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კატარინა ბიორლინ ჰანსენი მოლდოვაში EBRD-ის ხელმძღვანელად დაინიშნა

64bf9f873049f
გიორგი არონია
25.07.23 14:13
459

კატარინა ბიორლინ ჰანსენი, რომელიც წლების განმავლობაში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის ოფისს ხელმძღვანელობდა, ამიერიდან, EBRD-ის მოლდოვის ოფისს უხელმძღვანელებს. ახალ როლს კატარინა ბიორლინ ჰანსენი მოლდოვის დედაქალაქის ოფისიდან, 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან შეუერთდება. ვინ შეცვლის კატარინა ბიორლინ ჰანსენს კავკასიაში, ჯერჯერობით, უცნობია. 

“მოხარული ვარ ბანკის ოპერაციებს მოლდოვაში გავუძღვე - ქვეყანაში, რომელიც EBRD-ის პორტფელში სტრატეგიულ როლს ასრულებს. ჩემი მანდატის ფარგლებში ქვეყანაში ისეთი ინვესტიციების მოზიდვაზე ვიმუშავებ, რომლებიც ქვეყანას ეკონომიკური სირთულეების გადალახვასა და ევროკავშირთან დაახლოებაში დაეხმარება”, - განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

კატარინა ბიორლინ ჰანსენს საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის ოცწლიანი გამოცდილება აქვს. ამასთან, ის ბიზნესის მართვის კუთხით ბაკალავრის, განვითარების ფინანსების კუთხით კი - მაგისტრის დიპლომს ფლობს.

აღსანიშნავია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მოლდოვის ერთ-ერთი უმსხვილესი ინსტიტუციური ინვესტორი ორგანიზაციაა, რომელსაც, დღემდე, ქვეყანაში ორი მილიარდი ევროს ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები