მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ენთები“-ს ბიზნეს-ჰაბის გახსნითი ღონისძიება

ენთები
11.09.24 14:23
1222

„ენთები“ ბუღალტრული, საგადასახადო და სხვა ფინანსური სერვისების კომპანიაა, რომელიც ყოველთვიურად 600-ზე მეტ კლიენტ კომპანიას ემსახურება. მომხმარებლების დიდი ბაზიდან გამომდინარე კომპანიამ გადაწყვიტა, რომ გაეხსნა ბიზნეს-ჰაბი ექსკლუზიურად მისი პარტნიორი კომპანიებისთვის. ბიზნეს-ჰაბის გახსნითი ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულნი იქნებიან „ენთები“-ს 600-ზე მეტი, პარტნიორი კომპანიის წარმომადგენლები, რაც თითოეულ მათგანს განსაკუთრებულ შესაძლებლობას შეუქმნის ახალი კავშირების დამყარების, მნიშვნელოვანი გამოცდილებების ერთმანეთში გაზიარებისა და ახალი საქმიანი პარტნიორების შეძენის მიმართულებით.

„ენთები“-ს ბიზნეს-ჰაბის გახსნითი ღონისძიება გაიმართება 20 სექტემბერს, 17:00-ზე რესპუბლიკის მოედანზე, „რესპუბლიკა“-ში. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ:

  • Ø გაიცნონ „ენთები“-ს პარტნიორი კომპანიების ლიდერები და წარმოაჩინონ საკუთარი კომპანია
  • Ø გაცვალონ იდეები და გამოცდილება სხვა ბიზნეს ლიდერებთან
  • Ø სასიამოვნოდ გაატარონ საღამო
  • Ø მონაწილეობა მიიღონ გათამაშებებში და მოიგონ საჩუქრები, მათ შორის 5 დღიანი საგზური აბუ დაბიში არსებულ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ინტერაქტიული ვორქშოპები, პანელური დისკუსიები, ნეთვორქინგი, სხვადასხვა ტიპის აქტივობები, მათ შორის ბევრი გათამაშება, სასიამოვნო საჩუქრებით.

ღონისძიების მთავარი თემატიკაა "ტოპ 10 გამოწვევა ბიზნესში" და სწორედ ამ თემის გარშემო გაგვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას საინტერესო სპიკერები და სხვადასხვა სფეროს ექსპერტები.

ღონისძიების გენერალური სპონსორია თიბისი დაზღვევა, რომელიც 2016 წელს შეიქმნა და დაარსების დღიდან, მისი მიზანი იყო, მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, როგორც საცალო ასევე კორპორატიული ბაზრისთვის. თიბისი დაზღვევა მარტივ, სწრაფ და ციფრულ დაზღვევას სთავაზობს მომხმარებელს და მისი მთავარი მიზანია თავიდან აგვარიდოს გაუთვალისწინებელი ხარჯები და გაგვიმარტივოს ცხოვრება.

ღონისძიების სპონსორები არიან:

Signify - აციფრულებს დაკონტრაქტებას, რათა ეს პროცესი, ყველა ჩართული მხარისთვის, გახდეს მარტივი, სწრაფი, ნაკლებ-ხარჯიანი და კომფორტული.

ბალანსი - ბაზრის ლიდერი თანამედროვე საბუღალტრო პროგრამული უზრუნველყოფაა.

Sakura Properties - პრემიუმ უძრავი ქონების წამყვანი საბროკერო კომპანია.

შინვუდი - თანამედროვე ურბანული სტანდარტებით დაგეგმარებული საცხოვრებელი კომპლექსი, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, სადაც სამშენებლოდ გამზადებული მიწის ნაკვეთები იყიდება

Geosoft - საქართველოში Google Cloud-ის წამყვანი პარტნიორია, რომელიც ორიენტირებულია ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციაზე ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით.

Air Aroma Georgia - მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც არომა მარკეტინგის მიმართულებით მოწინავე კომპანიაა 20 წელზე მეტი გამოცდილებით.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან:

საოფისე ტექნოლოგიები - მომხმარებელს ოფისის სრულ სარემონტო სამუშაოებსა, ავეჯსა და სხვა აქსესუარებს სთავაზობს.

ავე გრუპი - მომხმარებელს არომატულ ყავას, ყავის აპარატებსა და თანმდევ სერვისებს სთავაზობს.

გიფერი - ახალისებს ღონისძიებებსა და წვეულებებს ანიმირებული სურათების (გიფების) გადაღებით.

Helio.AI - რეკრუტინგის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც კომპანიებს საუკეთესო კანდიდატების სწრაფად და მარტივად შერჩევაში ეხმარება.

რაც შეეხება ღონისძიების ორგანიზატორს, დაარსების დღიდან, „ენთები“-ს მთავარი პრიორიტეტი იყო მომხმარებლისთვის ისეთი გამოცდილების შექმნა, რომელიც არ ჩამოუვარდებოდა და ხშირ შემთხვევაში აჭარბებდა ევროპულ სტანდარტებს. სწორედ ამ მიზნით კომპანიამ მოახდინა უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა, ბუღალტერიის პროცესების ავტომატიზაცია და მომსახურების უმაღლესი სტანდარტების შემუშავება. 2024 წლის მარტში თიბისი ბანკის მიერ ორგანიზებულ, საქართველოში ყველაზე მასშტაბური, ბიზნესის დაჯილდოების ღონისძიებაში კომპანიამ გაიმარჯვა ნომინაციაში „გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილებისთვის“. კომპანიის სურვილია, რომ სწორედ ამ გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების ნაწილად აქციოს მომხმარებლებისა და პარტნიორი კომპანიებისთვის ბიზნეს-ჰაბის წევრობისა და ამ წევრობის თანმდევი ბენეფიტების შეთავაზება. ეს ღონისძიება პირველი ნაბიჯი იქნება ამ გზაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები