მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Entrée ბაქოში რიგით მეშვიდე ფილიალს ხსნის - ინვესტიცია $60 000-ია

63739a263835c
ვიქტორია მღებრიშვილი
15.11.22 18:02
1759
საცხობების ქსელი Entrée აზერბაიჯანის ბაზარზე გაფართოებას განაგრძობს და მიმდინარე წლის დეკემბერში ბაქოში რიგით მეშვიდე ფილიალს ხსნის. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის კომუნიკაციის ხელმძღვანელმა ლიკა მიქაუტაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქსელის განვითარება გაფართოებისთვის ამჯერად 60 000 დოლარის ინვეტირება ხდება.

"ბაქოში, პუშკინის 9 ნომერში ახალი ფილიალი დაახლოებით დეკემბერში გაიხსნება, სადაც 5 ადამიანს დავასაქმებთ. ინვესტიცია 60 000 დოლარია. აქცენტი უცვლელია, ჩვენი ფორმატი ქართული და ევროპული კულინარიული კულტურების უნიკალური სინთეზია, რომელიც ბაქოელ სტუმარს თავისი მრავალფეროვნებით და ხარისხით განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს.

გვჯერა, რომ ქართულ სამზარეულოს დიდი მომავალი აქვს და ფორმატი, რომლითაც ჩვენ მას წარმოვადგენთ Fast Casual Dining დღევანდელ დინამიკურ სამყაროში ყველაზე მოსახერხებელია“, - აღნიშნა ლიკა მიქაუტაძემ.

კომპანიის კომუნიკაციის ხელმძღვანელის თქმით, Entrée-მ მიმდინარე წელს ორი ფილიალი ლონდონში - მეიფაიარზე და ბაქინგემზე გახსნა, რომელთა ჯამურმა ინვესტიციამ 600 000 ფუნტი შეადგინა, ხოლო დეკემბერში ბაქოში მესამე ობიექტი გაიხსნება.

ქსელის გაფართოებას Entrée 2023 წელსაც აგრძელებს და ლონდონში ორი, ხოლო ბაქოში 2-3 ობიექტის გახსნას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები