მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Entrée ბაქოში მერვე ფილიალს ხსნის

ანტრე ბაქოში

საცხობების ქსელი Entrée აზერბაიჯანის ბაზარზე გაფართოებას განაგრძობს. როგორც BMG-ის კომპანიაში უთხრეს, ბაქოში მერვე ფილიალი სექტემბრიდან გაიხსნება.

აღსანიშნავია, რომ სექტემბერში Entrée-ს აზერბაიჯანში საქმიანობის 10 წელი უსრულდება.

რაც შეეხება ინვესტიციას, კომპანიამ დაახლოებით 300 000 ევრო ჩადო და დამატებით 14 ადამიანს დაასაქმებს.

ამჟამად Entrée სამ ქვეყანაში ოპერირებს: თბილისში 15 ობიექტით, ბაქოში - 7 ობიექტით, ხოლო ლონდონში 4 ობიექტით. აღსანიშნავია, რომ კომპანიის გეგმებში აშშ-ის ბაზარზე შესვლაა, რაც, სავარაუდოდ, მომდევნო წლიდან დაიწყება. როგორც კომპანიაში BMG-ის განუცხადეს, საწყის ეტაპზე აშშ-ში 2.5 მილიონი დოლარის ინვესტირება და 25 ადამიანს დასაქმება იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები