მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EPC-ის სამიტზე ევროპელ ლიდერებთან ეროვნულ ინტერესებზე საუბრის საშუალება მაქვს - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე
02.10.25 12:20
1915

ირაკლი კობახიძის თქმით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის ფორმატს აქტიურად გამოიყენებს, რომ ევროპელ პარტნიორებს ეროვნულ ინტერესებზე ესაუბროს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს კოპენჰაგენში განუცხადა.

"ოცნების" პრემიერის თქმით, EPC-ის რიგით მე-7 კონფერენციის ფარგლებში მისი მონაწილეობით გამართული დისკუსიის თემა იქნება ეკონომიკა და ევროპის ეკონომიკური ინტერესები, მათ შორის, დაკავშირებადობის კუთხით, რა მიმართულებითაც საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს.

„ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია, რომლის ფარგლებშიც ევროპელ ლიდერებთან მაქვს საუბრის საშუალება. გუშინაც ვახშამზე გვქონდა საშუალება, რომ არაერთ ლიდერს გავსაუბრებოდით და ყველგან ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, ჩვენს ხედვებზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წავიწიოთ წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, რაც არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. გუშინ გვქონდა საინტერესო გაცვლა მოსაზრებების, იდეების ევროპელ ლიდერებთან და აქტიურად გამოვიყენებთ დღესაც ამ ფორმატს იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვისაუბროთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. EPC-ის რიგით მე-7 კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობას მივიღებ დისკუსიაში, რომლის თემა არის ეკონომიკა და ევროპის ეკონომიკური ინტერესები, მათ შორის, დაკავშირებადობის კუთხით, მინერალების კუთხით და თქვენ იცით, რომ საქართველოს ამ მიმართულებით აქვს ძალიან სერიოზული პოტენციალი. მათ შორის, სერიოზული სატრანზიტო პოტენციალი და ამაზე ვისაუბრებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან,“- განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები