მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EPCR და საქართველოს რაგბის მარკეტინგის ჰაბი ისტორიული პარტნიორობის დაწყების შესახებ აცხადებენ

რაგბი

ევროპის პროფესიული რაგბის კლუბი (EPCR) საქართველოს რაგბის მარკეტინგის ჰაბთან სამწლიან პარტნიორობას იწყებს, რომელიც Investec Champions Cup-ის და EPCR Challenge Cup-ის ოფიციალური გლობალური პარტნიორი ხდება.

მსგავსი პარტნიორობა, რომელიც ტურიზმის სექტორს მოიცავს, პირველია EPCR-თვის და ამით საქართველოს როგორც ყველა სეზონზე მიმზიდველი ტურისტული დანიშნულების ხელშეწყობა მოხდება, წარმოჩინდება ქართული ტრადიციები, კულტურა და ადგილობრივი პროდუქცია.

EPCR-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჟაკ რეინომ ამბობს: „ეს არის ძალიან საინტერესო ახალი პარტნიორობა EPCR-სთვის. ჩვენ მოხარული ვართ, მივესალმოთ საქართველოს რაგბის მარკეტინგის ჰაბს EPCR-ის პარტნიორთა ოჯახში. ჩვენი ამბიციური სტრატეგიის მთავარი ღერძი ახალ აუდიტორიებზე წვდომაა და ჩვენ მოუთმენლად ველით როდის გაიცნობენ გულშემატკივრები საქართველოს რაგბისა და რაგბის ფესვებს მიღმაც".

"გარდა იმისა, რომ EPCR ტურიზმის სექტორში ოფიციალური პარტნიორი ხდება, მომავალი სეზონის წინ პოზიტიურ კომერციულ იმპულსს სხვა მხრივაც ვაგრძელებთ - მოხარულები ვართ, რომ Investec ასევე EPCR-ს როგორც Investec Champions Cup-ის სატიტულო პარტნიორი ისე შეუერთდება.

ქართულ მხარესთან პარტნიორობა მოიცავს ციფრულ უფლებებს EPCR-ის სოციალურ არხებსა და ვებსაიტებზე, ასევე LED და პერიმეტრულ დაფებს EPCR-ის მატჩების დღეებში.

EPCR Challenge Cup-ში საქართველოს შავი ლომი მოწვეული კლუბის სტატუსით იასპარეზებს, რაც საქართველოსთვისაც და ტურნირისთვისაც ისტორიული მოვლენაა. ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ განაცხადა.

„ჩვენ უსაზღვროდ მადლობელი ვართ EPCR-ის ამ საოცარი შესაძლებლობისთვის, რომელიც მსოფლიოს საშუალებას აძლევს ნახოს ულამაზესი ქვეყანა საქართველო, ლელო-ბურთის და ქართული რაგბის სამშობლო. დარწმუნებული ვარ, რაგბის გლობალური ოჯახის მრავალმილიონიანი აუდიტორია კმაყოფილი დარჩება დიდებული ღირსშესანიშნაობებით, რომლითაც საქართველო მათ წინაშე წარდგება.

ჩვენ წრფელი გულით, როგორც მეგობრებს ვეგებებით და ველით ჩვენს ქვეყანაში მოწინააღმდეგე გუნდებს და მათ მრავალრიცხოვან გულშემატკივარს. დარწმუნებული ვარ, რომ ტურნირის საზღვრების გაფართოება სარგებელს მოუტანს როგორც რაგბის მთლიანობაში, ასევე საქართველოს. ეს თანამშრომლობა შექმნის ახალ ნიშნულს და მაგალითს სხვებისთვის რომ მოგვბაძონ.

მე მინდა მადლობა გადავუხადო პირადად EPCR-ის პრეზიდენტს, დომინიკ მაკკეის და აღმასრულებელ დირექტორს, ჟაკ რეინოს, ასევე მათ გამორჩეულ გუნდს უსაზღვრო მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის", - აცხადებს სოსო ტყემალაძე.

რეინომ დასძინა: „ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ საქართველოსთან პარტნიორობა რაგბის მიღმაც გაფართოვდება. ვიცით, რომ ჩვენი კლუბები უსაზღვრო სიამოვნებას მიიღებენ თბილისში მოგზაურობით და ჩვენი გულშემატკივარიც ასევე კმაყოფილი დარჩება საქართველოს ნახვით სტადიონს მიღმაც”

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები