მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Epic Games, Eras Tour, Moana 2 - “დისნეიმ” მასშტაბური სიახლეები დააანონსა

disney

8 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ Disney ცნობილი ვიდეო თამაშის, Fortnite-ის შემქმნელ სტუდია Epic Games-თან ითანამშრომლებს, რაც კომპანიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოჩენა იქნება თამაშების სექტორში. განახლებები გავრცელდა ტეილორ სვიფტის კონცერტ-ფილმის, The Era’s Tour-ისა და “მოანას” შესახებაც.

The Wolt Disney Co. Epic Games-ს $1.5 მილიარდს გადაუხდის ისეთი თამაშების შექმნისთვის, რომლებიც Disney-ის, Pixar-ის, Marvel-ის, Star Wars-ისა და Avatar-ის ცნობილ სამყაროსა და პერსონაჟებს გააერთიანებს. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ეს იქნება Disney-ის ყველაზე მასშტაბური თამაშების პროექტი, რომელიც ზრდისა და ექსპანსიის ახალ შანსებს აჩენს.

აღსანიშნავია, რომ ეს ანიმაციებისა და ვიდეო თამაშების სტუდიებს შორის თანამშრომლობის პირველი შემთხვევა არ არის - Fortnite-ში “დისნეის” კონტენტის ინტეგრაციამ ვიდეო თამაშისთვის დამატებით 15.3 მილიონი მოთამაშე მოიზიდა.

კიდევ ერთი სიახლე, რომელსაც კომპანია Disney+-ის პლატფორმაზე გვთავაზობს, 2023 წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კონცერტ-ფილმის, ტეილორ სვიფტის The Eras Tour-ის ახალი ვერსიის პრემიერაა, რომელიც 15 მარტს შედგება. Disney+-ის (Taylor’s Version)-ში მუსიკალური ტურნედან 5 ახალი სიმღერა დაემატება, რომელიც კინოთეატრებისა და სტრიმინგ-პლატფორმების ვერსიებში არ ყოფილა.

ანიმაციური ფილმების მოყვარულებისთვის კი Disney+-ი “მოანას” მეორე ნაწილს ამზადებს. კომპანიის ინფორმაციით, 2016 წელს გამოშვებული პოპულარული ანიმაციის გაგრძელება კინოთეატრებში 27 ნოემბრიდან გამოჩნდება.