მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეპიდსიტუაცია მძიმეა, თუმცა ჯანდაცვის სისტემა კარგად აკონტროლებს - ამირან გამყრელიძე

6090e45e53a56
ინგა მურუსიძე
04.05.21 10:05
421
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მძიმეა, თუმცა ჯანდაცვის სისტემა სიტუაციას კარგად აკონტროლებს. 

როგორც მან განაცხადა, გასულ კვირაში ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 1200-მდე მერყეობდა და ეს სიტუაცია სრულად მართვადია.

„ახალი შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში არის 788, დაახლოებით 10 ათასი ტესტის ფონზე. ეს კვირაა ვმერყეობთ 800-1200-სს შორის. ეს სრულად მართვადია ჯანდაცვის სექტორის მიერ და არ წარმოადგენს ზეწოლას სექტორზე. საკმარისია საწოლფონდი, ექიმები, ჟანგბადი, წამლები. არ უნდა ავიდეთ 2-3-4-5 ათასზე. ყველანაირი პროგნოზირებით აქამდე არ უნდა მივიდეთ, რადგან მივეჩვიეთ პირბადის ტარებას და ეს მაჩვენებელი 75%-ზეა, თუმცა თუ ავალთ 90%-ზე, მაჩვენებელი ბევრად უკეთესი გვექნება.

მოსახლეობის 20%-ს ინფექცია გადატანილი აქვს და უკვე გარკვეული კუმულაციური იმუნიტეტი არის. ასევე მნიშვნელოვანია ზაფხული, თბილი ამინდები, ვირუსზე მზის სხივები მოქმედებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები