"ეპიდვითარება უარესობისკენაა, პლატოზე ვიყავით, თუმცა დადებითობის მაჩვენებელი იზრდება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ეპიდვითარების გაუმჯობესების ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია.
„ხედავთ, რომ ბოლო დღეებში ეპიდვითარება უარესობისკენაა, ვიყავით პლატოზე, თუმცა დადებითობის მაჩვენებელი მიდის ზემოთ. ამის შეკავების ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია. დღეს უკვე მიწოდების დეფიციტი არ გვაქვს, დღეს მოთხოვნილების დეფიციტია. Booking-ის ვებგვერდზე რომ შეხვალთ, ნახავთ, რომ ბევრ დაწესებულებაში ადგილები დასაჯავშნია. 19 ივლისამდე ღია არის 80 ათასამდე ადგილი, ამიტომ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, დავჯავშნოთ ადგილები და ავიცრათ", - განაცხადა გამყრელიძემ.




























