მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექიმების გმირობა ერთი მხრივ შეფასდა, როგორც შრომის კანონმდებლობის უხეში დარღვევა - "ავერსის კლინიკა"

625878f42cbb2
ალა ისპირიანი
15.04.22 00:22
2629
"ავერსის კლინიკის" დირექტორი პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან დამოკიდებულებას უმეტესწილად დადებითად აფასებს, თუმცა არის საკითხები, რაზეც გულის ტკივილს გამოთქვამს.

როგორც დიმიტრი ჯორბენაძემ გადაცემა Forbes Health-ში განაცხადა, ექიმებზე, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ, იწერებოდა, რომ გმირები იყვნენ, თუმცა შემდეგ ეს გმირობა კანონდარღვევად შეფასდა.

„სახელმწიფოს მხრიდან დამოკიდებულება უმეტესად დადებითად შეიძლება შევაფასოთ, თუმცა არის მთელი რიგი საკითხები, რაზეც შეიძლება გარკვეული გულის ტკივილი გვქონდეს იგივე მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან (ჯანდაცვის უწყება, შრომის ინსპექცია) რაღაც საკითხების არ გათვალისწინებაზე. გახსოვთ, რომ ექიმებზე სოციალური ქსელებით, ტელევიზიით იწერებოდა, რომ ისინი გმირები არიან, რადგან 24 - 48 საათი განუწყვეტლივ მუშაობდნენ, მაგრამ ეს გმირობა მეორეს მხრივ შეფასდა, როგორც შრომის კანონმდებლობის უხეში დარღვევა.

არავინ ითვალისწინებს, რომ პანდემიის დროს ისედაც კადრების სიმცირე იყო და მეორე მხრივ გარკვეული პერიოდი ძალიან ბევრი ავადობა იყო თავად მედპერსონალში და შეუძლებელი იყო მათი ჩანაცვლება. მედპერსონალი ამას გაგებით ხვდებოდა და იცოდა, რომ პაციენტს ვერ დატოვებდა. როდესაც მაკონტროლებელი შემოვა, კარგი იქნება ეს გაითვალისწინოს, რადგან ჩვენ ხომ ამას იმისთვის არ ვაკეთებდით, რომ ასე გვინდოდა. ასეთი მდგომარეობა შეიქმნა და სხვა გამოსავალი არ გვქონდა. ცხადია ზოგადად მარეგულირებელი უნდა შევიდეს, რადგან ეს რეგულირებადი სფეროა, მაგრამ მთელი რიგი საკითხები უნდა იყოს გათვალისწინებული, რატომ მოხდა ასე და ეს რას ემსახურებოდა", - განაცხადა დიმიტრი ჯორბენაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები