მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ექიმი: "იმედი გვაქვს, რომ ორსული ქალბატონი, რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელებული დატოვებს კლინიკას"

5e82f66b7988a
ინგა მურუსიძე
31.03.20 11:59
755
ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ინფიცირებული ორსული ქალბატონი, რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელებული დატოვებს კლინიკას, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქალის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია და ნაყოფის მდგომარეობა სრულად შეესაბამება იმ ფიზიოლოგიურ მონაცემებს, რომელიც უნდა ჰქონდეს.

„ამ ეტაპზე ჩვენთან 77 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, 17 არის ინფიცირებული, ხოლო დანარჩენს ვაკვირდებით. საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში არცერთი დადებითი პასუხი არ მოსულა ლუგარის ლაბორატორიიდან, ამიტომ დღეს ალბათ 30 პაციენტი დატოვებს კლინიკას. ამ ეტაპზე ომში მენ-ნაკლებად გავიმარჯვეთ, მძიმე პაციენტი რომელიც გვყავდა, შესაძლოა დღის ბოლომდე მოიხსნას აპარატიდან. მეორე პაციენტი 80 წლის ქალბატონი, რომელიც არის გულის უკმარისობით, მისთვის ჩატარებული კვლევებით და ყველა მონაცემებით დინამიკა სტაბილურია, გამარტივდა სუნთქვის პარამეტრები. ჩვენი გამარჯვება არის, რომ ქალბატონი ცოცხალია, ვიტალური ფუნქციები დამაკმაყოფილებელია და ფუნქციები გაუმჯობესებული. რაც შეეხება ორსულ ქალბატონს, მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, ცხელება არ ჰქონია, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ვლინდება. ყოველდღიურად ხდება ნაყოფის მონიტორინგი და ის აბსოლუტურად შეესაბამება ფიზიოლოგიურ მდგომარეობას, რომელშიც უნდა იყოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე დღეში ეს პაციენტი გამოჯანმრთელებული დატოვებს კლინიკას“, - განაცხადა რატიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები