მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექიმს, შესაძლოა, ფარმაცევტული კომპანიისგან მიღებული თანხის გასაჯაროების ვალდებულება დაეკისროს

შესაძლოა, ექიმი ვალდებული გახდეს ფარმაცევტული კომპანიისგან მიღებული თანხის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროოს. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ლელა სულაბერიძემ პალიტრასთან ისაუბრა.

მისი თქმით, სამინისტრო რეცეპტების მონიტორინგს ახორციელებს, სადაც საკვები დანამატებისა და ვიტამინები საკმაოდ დიდი რაოდენობით ხვდება, შესაბამისად სამინისტრო გეგმავს, რომ ამ კუთხით ანალიზი კიდევ უფრო აქტიური გახდეს, ექიმებთან კი სარეკომენდაციო ხასიათის შეხვედრები გაიმართოს.

როგორ უნდა იქცეს რეცეპტების მონიტორინგი ეფექტიანი?

სტუმარი: ვატო სურგულაძე - ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები