თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საფრანგეთის ნაციონალური ავიაკომპანია AIR FRANCE-ის პირველი რეისი უკვე შესრულდა. პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ, ეარბას A 320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. სპეციალურად "საქმის კურსისთვის" კომპანიის სამომავლო გეგმებზე და საქართველოს ბაზარზე შემოსვლის მიზეზებზე ’’Air France-KLM-ის კორპორატიული და სავაჭრო დეპარტამენტის ვიცე პრეზიდენტმა სებასტიან გუიომ ისაუბრა.


































