მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ექსპორტი $21.2 მილიონამდე გაიზარდა - სად იყიდება ქართული წარმოების მედიკამენტები?

წამლები

2025 წელს საქართველოში წარმოებული მედიკამენტების ადგილობრივი ექსპორტმა 21.2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მცირედით აღემატება 2024 წლის 20.6 მლნ დოლარის ექსპორტს.

ოფიციალური სტატისტიკით, დაფასოებული სამკურნალო საშუალებების ადგილობრივი ექსპორტი რეკორდული 26.8 მლნ დოლარი, 2023 წელს იყო. 2026 წლის ორ თვეში კი სულ 2.3 მლნ დოლარის მედიკამენტები გავიდა ექსპორტზე.

რაც შეეხება ძირითად სარეალიზაციო ბაზრებს, ძირითადი მიმართულება სომხეთია, რომელსაც ტაჯიკეთი და აზერბაიჯანი მოსდევს. 2025 წელს TOP 5 საექსპორტო ბაზარი ასე გამოიყურებოდა:

  • სომხეთი - $5.2 მლნ;
  • ტაჯიკეთი - $3.2 მლნ;
  • აზერბაიჯანი - $2.8 მლნ;
  • უზბეკეთი - $2.3 მლნ;
  • ყაზახეთი - $1.9 მლნ.

1 მილიონს აჭარბებდა ექსპორტი თურქმენეთშიც და 1.5 მლნ დოლარი შეადგინა. საექსპორტო ათეულს კი ისეთი ქვეყნები აგრძელებენ, როგორებიცაა: კენია, ერაყი, ბელარუსი, ყირგიზეთი.

ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტის, ლევან გოგიბერიძის განაცხადებით, საქართველოში GMP (კარგი წარმოების პრაქტიკა) სტანდარტის სავალდებულო დანერგვამ ადგილობრივი ფარმაცევტული მწარმოებლების რაოდენობა 51-დან 4-მდე შეამცირა, ხოლო საერთაშორისო აღიარების არქონა ქართულ კომპანიებს ექსპორტის განვითარებაში ხელს უშლის. ლევან გოგიბერიძე "საქმის კურსის" ეთერში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ქართული GMP სერტიფიკატის დაბალ ვალიდურობას ასახელებს. მისი თქმით, იმის გამო, რომ საქართველოს მარეგულირებელი ორგანო საერთაშორისო ორგანიზაციებში არ არის გაწევრიანებული, ქართული დოკუმენტი ევროპაში აღიარებული არ არის, რაც პროდუქციის ექსპორტს გზას უკეტავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები