მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ექსპორტირებული ვაშლის ღირებულება 6-ჯერ გაიზარდა - გასაღების მთავარი ბაზარი კვლავ რუსეთია

ვაშლი

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 26 იანვრის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 9.1 ათასი ტონა ვაშლი, რომლის ღირებულებამ 5.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 7.6 ათასი ტონით 6-ჯერ, ხოლო ღირებულება - 4.8 მლნ აშშ დოლარით, 6-ჯერ გაიზარდა.

ვაშლის ძირითადი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია - 9 026 ტონა, 60 ტონა ვაშლი ექსპორტირებულია ყაზახეთში, 21 ტონა თურქეთში და 2 ტონა სომხეთში.

რაც შეეხება 2024 წლის სრულ მონაცემს, ის 2023 წლის თითქმის იდენტურია. 2024 წელს საქართველოდან ექსპორტზე 5.8 მლნ აშშ დოლარის 8,992 ტონა ვაშლი გაიყიდა, 2023 წელს კი, 5.7 მლნ აშშ დოლარის 9,030 ტონა.

პარალელურად 2024 წელს საქართველოში ვაშლის იმპორტი 70%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები